“რასაც ტვ-პირველი იგივე – ხაზარვიზია – აკეთებს ეს უპრეცენდენტოა… სუს-ის ჟურნალისტები–ტრაპაიძე, სანაია, ჟიჟილაშვილი” – ნათელაშვილი ცენზურაზე საუბრობს

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის მანძილზე ცენზურის მეტი რა გადამიტანია. მაგრამ რასაც ტვ-პირველი იგივე— ხაზარვიზია—- აკეთებს ეს უპრეცენდენტოა. ჩვენი ხსენებაც კი ამ ეთერში აკრძალულია.ხაზარაძეს არა მარტო იდეოლოგიურად ვძულვართ,არამედ არც თუ უსაფუძვლოდ ეშინია ჩვენი. ისე მაინც მაინტერესებს სად აპირებენ სამომავლოდ ჟურნალისტიკის გაგრძელებას არაერთხელ მიყიდულ-გადაყიდული სუს-ის ჟურნალისტები–ტრაპაიძე,სანაია,ჟიჟილაშვილი. იმედი,მაესტრო და სხვა სახელისუფლო ტელევიზიები,რომ გვბლოკავენ ცუდია, მაგრამ ახსნადია.აი ბანკრი რომელიც ოპოზიციონერობს,ხელისუფლებაშიც რა თქმა უნდა ჯერ არ მოსულა და ხელისუფლის ასლია ცენზურაშიც კი მართლაც აღსანიშნავი მოვლენაა.