“რატომ აირჩიეს ქართველებმა ეს ერთუჯრედიანი ბოროტი არსება, როცა მისი ყველა მინუსი ასე აშკარად ჩანდა?”

პოლიტიკოსი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
სალომე, რომ უბრალოდ დებილი არ არის და ამავე დროს მავნებელია, იმედია ამაში საქართველოს მოსახლეობა დარწმუნდა. მაგრამ ეს პოსტი ეხება იმას, თუ რატომ აირჩიეს ქართველებმა ეს ერთუჯრედიანი ბოროტი არსება, როცა მისი ყველა მინუსი ასე აშკარად ჩანდა ? გრიგოლთან შედარებასაც აღარ დავიწყებ.
მიზეზი ერთია. მოსახლეობის ალბათ 40%-მა (გაყალბების გათვალისწინებით) ხმა მისცა “იმცხრაწლის” წინააღმდეგ, რომელთანაც გრიგოლი ასოცირდება.
პრობლემა იმაშია, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს არ აქვს ოპოზიციის ნდობა, სამაგიეროდ აქვთ შიში, რომლის დანერგვას რუსული სპეცსამსახურები ახდენდნენ და სამწუხაროდ ყოფილი მთავრობა ამას ხელს არ უშლიდა. ალბათ პირიქით.
თუ არჩევნების მოგება გვუნდა, და ეს აუცილებელია ქვეყნის წინსვლისთვის, უპირველეს ყოვლისა ოპოზიციამ უნდა მოიპოვოს ამ ხალხის ნდობა და წამოიღოს მათი ხმები ! შიში ნდობასთან ერთად გაქრება.
აი რატომ არის საჭირო გაერთიანება და არა ეულად გასვლა არჩევნებზე. თუ პროტესტი იქნება იქაც ერთიანობაა საჭირო !