“რატომ ვერ ამჩნევთ ბატონი ბიძინა კანონის უზენაესობის დამკვიდრებას ცდილობს… ან ეს მაკოს და გიორგის თვალი რა გახადეთ სალაპარაკო, მეორე არ აქვთ?” – გიორგი მშვენიერაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნმებს:
ძალიან მიკვირს, რატომ ვერ ამჩნევთ ჩემი მეგობრების უმრავლესობა იმას, რომ პროკურატურა და ზოგადად ბატონი ბიძინა კანონის უზენაესობის დამკვიდრებას ცდილობს ამ ქვეყანაში და ამიტომ უწევს ისეთი არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება, როგორიცაა ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენა. ან რუსთავის საქმეზე რა ექნა, 2 პირის კერძო დავაში ჩარეულიყო? ან ეს მაკოს და გიორგის თვალი რა გახადეთ სალაპარაკო, მეორე არ აქვთ?
კი არაფერი, მარა უბრალოდ გულდასაწყვეტია ასეთი დაუნახაობა.