“რაში გაინტერესებს ვინ რას იტყვის შენზე, მდაბიოთა ქცევებს არ აყვე… მათი საქმეა შენი ცხოვრებით დაკავდნენ” – მამა პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
რაში გაინტერესებს ვინ რას იტყვის შენზე. არც გული დაგწყდეს, ჭორებსაც რომ მოისმენ… კარგია, რომ ასე აინტერესებთ და ხშირად საუბრობენ… მითუმეტეს ზურგს უკან ცუდს, მხოლოდ ცუდი ადამიანები იტყვიან… ყველაზე მეტად თუ ისინი გლანძღავენ, ვისაც საერთოდ არ იცნობ, გლანძღონ, ღვთისგან მადლს და წყალობას გიგზავნიან… რაც უფრო მძიმეა ბრალდება, მით მაღალ საფეხურზე ადიხად… მთავარია არ გაბრაზდე, მდაბიოთა ქცევებს არ აყვე… მათი საქმეა შენი ცხოვრებით დაკავდნენ, შენი კი, ეს საქმიანობა რომ არასდროს მოაკლო!..