“რაც კახაბერი მერი გახდა სულ იტალიელები როგორ იგებენ ტენდერებს? შემთხვევითობაა თუ კორუფციას რომ უძახიან ის ამბებია აქ?” – ალეკო ელისაშვილი

პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ისა და შარშანდელი ნაძვის ხით რომ შევხვდეთ ახალ წელს მოგვეჭრება თავი თუ როგორაა ეგ საქმე? ან კიდევ – რაც კახაბერი მერი გახდა სულ იტალიელები როგორ იგებენ ტენდერებს? შემთხვევითობაა თუ კორუფციას რომ უძახიან ის ამბებია აქ? შენ და სალომე ზურაბიშვილს ბიუჯეტის მილიონები თუ თავზესაყრელი გაქვთ და არ იცით სად დახარჯოთ – ყოველდღე გამოგიგზავნით მძიმედ დაავადებული ბავშვების ანგარიშის ნომრებს და იმათ ჩაურიცხოთ ფული ჯობია.