“რაც ხდება ეკლესიის შიგნით დარჩეს რიგითი მოკვდავებისთვის დაფარულად… რადგანაც მარხვაა, ორმაგად მიპატიებია”

მომღერალი ხატია წერეთელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
მინდა კომენტარი გავაკეთთო აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით,
წესით სასულიერო პირები უნდა იყვნენ ჩვენთვის სიყვარულის, დათმენის და მიმტევებლობის მაგალითი, რასაც ამ ვიდეოში ვერ ვხედავ.
მე ახლოს ვიცნობ ბერ გაბრიელს, ის საოცრად სათნო, მიმტევებელი, უკოდურესად თავმდაბალი ადამიანია,
ხშირად გამოხატავს უკმაყოფილებას სასულიერო პირების არასაკმარისი სულიერი სიმაღლის გამო,
თავად ვიდეოს გავრცელების ფაქტი კიდევ ერთხელ არყევს დედა ეკლესიის ავტორიტეტს, სჯობს რაც ხდება ეკლესიის შიგნით დარჩეს რიგითი მოკვდავებისთვის დაფარულად, რადგან ამით ბევრი ადამიანი ბრკოლდება ტაძრისკენ მიმავალ გზაზე
ვიცი ჩემს ასეთ განცხადებას, კვლავ ჩემი გაკიცხვა მოჰყვება, თუმცა არ მაშინებს ეს—- ყველასთვის მიპატიებია, და რადგანაც მარხვაა, ორმაგად მიპატიებია