“რაჭას არ დავთმობთ! აქციებს გავმართავთ და არ მოგცემთ რაჭის და რიონის განადგურების უფლებას!” – ანიტა რაჭველიშვილი

რაჭა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე – ონის კასკადის მშენებლობის ნებართვა შპს “ფერს” გადაეცა, რომლის მფლობელიც, ივანიშვილის გარემოცვიდანაა.
ქართული წარმოშობის რუსი მილიარდერი, მევლუდ ბლიაძე, რომელი ბიძინა ივანიშვილის ძველი მეგობარია და საქართველოში ჰესების აშენებითაა დაინტერესებული.
მდინარე რიონი, მალე მილებში მოექცევა და კალაპოტიდან მთების სიღრმეში გადაინაცვლებს. აღნიშნული პროექტის განხორციელებისას მინიმუმ ოთხი ათასზე მეტი ძირი ხე გაიჩეხება.
ნამახვან ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით სარჩელი უკვე მოამზადა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და სასამართლოსაც მიმართა.
რაჭაში ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს კულტურის ცნობილმა წარმომადგენლებმაც. მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
” რაჭას არ დავთმობთ! აქციებს გავმართავთ და არ მოგცემთ რაჭის და რიონის განადგურების უფლებას! კარგად დაიმახსოვრეთ ეს და გაითავისეთ საქართველოს მთავრობა, ბიძინა ივანიშვილი.” – წერს ანიტა რაჭველშვილი.