“რა ლამაზია ქალი, ნებისმიერ ასაკში, როცა ის ნატურალურია, ქალია. ქ ა ლ ი”- მამუკა გამყრელიძე

პოლიტიკოსი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
ამ დილით მცხეთის ქუჩაზე ჩამოვდიოდი. ქვემოდან ორი, 80-წელს მიტანებული ქალბატონი მობრძანდებოდა, ხელიხელ გაყრილი, წლებით და აღმართით ცოტა დაღლილი, მაგრამ მაინც ორივე ცდილობდა მხნედ ევლოთ. ნატურალურად ლამაზები. ყოველგვარი ბოტოქსისაგან და ფილერებისგან თავისუფალი სახით. ძველმოდურად, მაგრამ კოპწიად ჩაცმულები. წლებმა გაათავისუფლათ ყველა დარდისგან.
რა ლამაზია ქალი, ნებისმიერ ასაკში, როცა ის ნატურალურია, ქალია. ქ ა ლ ი !