“რა მოხდებოდა არ მოწყობილიყო პრეზიდენტის მეორე სასახლე და ეგ თანხა ამ პატარა გოგოს სიცოცხლეს მოხმარებოდა?!” – დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს:
რა მოხდებოდა, რომ ქრისტიანულ ქვეყანაში (როგორც სუფრებზე ამბობენ), რომლის პრეზიდენტიც საარჩევნოდ წმ. ნინოს გზას შეუდგება ხოლმე დიდი ჯვრით ხელში და პოლიტიკოსები დიდი კელაპტრებით პოზიორობენ კამერების დასანახად, სადაც ერთი საპრეზიდენტო სასახლე უკვე არსებობს, არ მოწყობილიყო პრეზიდენტის მეორე სასახლე 2 მილიონ 800 ათასი ლარის ღირებულების ავეჯით და ანტიკვარული ნივთებით და ეგ თანხა ამ პატარა გოგოს სიცოცხლეს მოხმარებოდა?! ქრისტიანობა რაღაც ლეგენდები არაა, ქრისტიანობა ცოცხალი, ყოველდღიური რეალური ცხოვრებაა. თუმცა, ამას ქრისტიანობაც და არ სჭირდება, უბრალოდ სინდისი უნდა გქონდეს და ადამიანი გებრალებოდეს.