“რა უფრო ცნობილია? წამყვან ქართულ კომპანიებში, მენეჯერულ პოზიციებზე რომ ვმუშაობ, თუ ორგიაში რომ მიმიღია მონაწილეობა?” – გურამ შეროზია

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
დღეს შევეცადე, დავკვირვებოდი, რა აინტერესებს ერს და ბერს და მცირე კვლევას ჩავატარებ… რომელი უფრო ცნობილი ფაქტია თქვენთვის:
– ის, რომ 8 წელია ლექციებს ვკითხულობ, 4 უნივერსიტეტში, თუ ის, რომ სკანდალურ შოუებში “ვჩხუბობ”
– საქართველოს რეგიონების პოპულარიზაციას რომ ვეწევი, თუ ბლოგზე ნახევრად შიშველი ფოტო რომ დავდე?
– დისერტაციას რომ ვიცავ, საქართველოს ფინანსური სექტორის მიერ გამოყენებულ ონლაინ მარკეტინგულ აქტივობებზე, თუ მერსის რომ ვეკამათე “ფარულ კონვერტში”
– ევროპის ათამდე ქვეყანაში, წარმატებული სპიკერი/მონაწილე რომ ვყოფილვარ საერთაშორისო კონფერენციების, თუ ხატია წერეთლის კლიპი რომ მაქვს გაზიარებული?
– 2011 წლიდან წამყვან ქართულ კომპანიებში, მენეჯერულ პოზიციებზე რომ ვმუშაობ, თუ ორგიაში რომ მიმიღია მონაწილეობა?
– ბოლო ორ წელში, ევროპის 5-მდე უნივერსიტეტმა რომ მიმიწვია ლექციების ჩასატარებლად, თუ ცხვირი რომ ავიწიე ფილერით?
– ყველაფერს რომ ვაკეთებ, შვილი, დედა და ოჯახის სხვა წევრები ბედნიერი რომ მყავდეს თუ “ნარცისულ” ფოტოებს რომ ვდებ?
– მაგისტრატურის მისაღებ გამოცდებზე, ამდენ ადამიანში პირველ ადგილზე რომ გავედი ქულებით, ან ერთიან ეროვნულებზე უნარებში 100-დან 95 რომ ავიღე, თუ თმას რომ ვიზრდი მხრებამდე?
– მსოფლიოს წამყვანი ავია კომპანიები, სასტუმროები და სხვა ბრენდები რომ თანამშრომლობენ ჩემთან, როგორც სოციალურ მედია ინფლუენსერთან, თუ ცოლს რომ დავშორდი?
– 100-მდე უფასო, სასარგებლო საჯარო ლექცია რომ მაქვს ჩატარებული, ასევე მრავალი საქველმოქმედო ღონისძიება, თუ კლიპში ტრანსი რომ გადავიღე?პასუხები ნათელია ისედაც, არა და მე თანაბრად ვაწვდიდი ხალხს ინფოებს.
ყველას არ ეხება რა მაინც: რისი ბრალია? გაქვთ ვინმეს რამე პასუხი?
ფოტო: გიორგი ასაბაშვილი