“რა შეურაცხყოფა მოგაყენეთ ზესტაფონელებს ისეთი, როგორსაც თქვენ მაყენებთ პირადად მე და ჩემს ოჯახს?” – თამუნა ლეკვეიშვილს აბულინგებენ

იუმორისტი თამუნა ლეკვეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ მას იუმორისტული სკეტჩის გამო აბულინგებენ.
” ბულინგი იუმორისტული სკეტჩის გამო:))
რა შეურაცხყოფა მოგაყენეთ ზესტაფონელებს ისეთი, როგორსაც თქვენ მაყენებთ პირადად მე და ჩემს ოჯახს?
ზესტაფონელები არ ვართ ისეთები როგორიც სკეტჩში გამოგვიყვანეო. აბა ასეთები ხართ???
შეგახსენებთ საუბარია არა რაიმე დოკუმენტურ ფილმზე:)) არამედ იუმორისტულ სკეტჩზე, სადაც ყველა პერსონაჟი უტრირებულია.პ.ს. ამ გამონაკლისების გამო ჩემი დამოკიდებულება ჩემი ქალაქის მიმართ ვერ შეიცვლება
სულ მეყვარება ჩემი ბავშვობა…ზესტაფონი” – წერს ლეკვეიშვილი.