“რებუსებით ლაპარაკი და საბჭოთა კავშირი არ გვინდა რა… მოგვაწოდეთ ზუსტი ინფორმაცია” – ნინო ჯანგირაშვილი
ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქევყნებს. მისი თქმით ჩაქოლვასა და გაღმერთებას შორის შუალედი უნდა მოიძებნოს და ისე მოვთხოვოთ ხელისუფლებასაც და ყველას, მოგვაწოდონ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია.
“მოდი ახლა ჩაქოლვასა და გაღმერთებას შორის შუალედი მოვძებნოთ და მშვიდად, წყნარად მოვთხოვოთ კორონას ქართველ ბოსებს, მოგვაწოდონ ზუსტი, ამომწურავი ინფორმაცია დროულად ინფიცირებულების შესახებ. გვარებს და ფეხის ზომას არ ვითხოვთ, ვითხოვთ დეტალურ ინფორმაციას იმისთვის, რომ ვიცოდეთ საიდან გველოდება საფრთხე და რას მოვერიდოთ. კონკრეტული რესტორნის მენეჯერისგან არ უნდა ვიგებდეთ შემთხვევით, რომ იქ კარგა ხანს კორონათი დაინფიცირებული ტურისტები დადიოდნენ ყოველდღე. რებუსებით ლაპარაკი და საბჭოთა კავშირი არ გვინდა რა.”, – წერს ნინო ჯანგირაშვილი.