“რელიგია თავისუფლებას ქადაგებს, ღმერთი განკაცდა, მაგ მომენტიდან თავისუფლები ხართ რომ აკეთოთ რაც გინდათ”

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ხალხს ეუბნებიან, თქვენი რელიგია თავისუფლებას ქადაგებს და თქვენც თავისუფლები ხართო. ამის რომ არ გჯეროდათ ღმერთი განკაცდა, რომ საკუთარ მაგალითზე ეჩვენებინა როგორ შეიძლება გათავისუფლდე ყველაზე დიდი ბორკილისაგან – სიკვდილის შიშისაგან და მასთან ერთად ნებისმიერი სხვა ბორკილისაგან. მაგ მომენტიდან თავისუფლები ხართ რომ აკეთოთ რაც გინდათ და თუ ეს კეთება სხვა ადამიანს ეხება, ის სიყვარულით უნდა იყოს მოტივირებული და არა რაიმე სხვა ვნებითო.
არა. გინდა თუ არა, ჩვენ ერთი ადამიანის ყურმოჭრილი მონები გვინდა რომ ვიყოთო. მონებიო. და ეს უხარიათ. სიხარულით ამბობენ, რომ ერთი ადამიანის ნებისმიერ ბრძანებას უსიტყვოდ შეასრულებენ. ამით ამაყობენ. მონობის არჩევანიც არჩევანია, მაგრამ მგონია, რომ მეტი ცოდნა მათ უფრო კარგი არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემს. ამ ეტაპზე არ შეუძლიათ, მაგრამ როდესმე გამოუვათ.