“რეჟიმი დანგრეულია და ან თავად გაიცოცხებით, ან ხალხი გაგცოცხავთ!”

მოქალაქე ირინა ცაავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
თემირლან მაჩალიკაშვილის, დათო სარალიძის და სხვა უამრავ მკვლელობების საქმეში რა საგამოძიებო კომისიის შექმნაზეა საუბარი? ამ პოლიტიკოსებს არ სცხვენიათ, საერთოდ არაფრის? რა უნდათ? ტელევზორებთან პოზიორობა თუ უნდოდათ, ჩაებარებინათ თეატრალურ ინსტიტუტში. საგამოძიებო კომისია კი არა, დასაჭერია ივანიშვილი და მისი “ქრიმინალური ოცნება”. ამას საგამოძიებო კომისია უშველის? გადადით ქმედით ნაბიჯებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მართლა წაგლეკავთ ხალხი თქვენი კომისიანად და პარლამენტი-ცირკიანად.ეს კი არასრული სიაა ივანიშვილის კგბ-ს რეჟიმის მსხვერპლის. რეჟიმი დანგრეულია და ან თავად გაიცოცხებით, ან ხალხი გაგცოცხავთ!