“რთულია ბედნიერი იყო… ჩემი გული თქვენია, მათი, ვისაც სჭირდება, მე თქვენ ვარ და თქვენ მე” – სოფო ბათილაშვილი

მხოლოდ ქართულის პირველი სეზონის გამარჯვებული სოფო ბათილაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
იმის ფიქრში,რა დროს რისი თქმის დროა,ყველაფერი უთქმელი გვრჩება.
არაა ცხოვრება იდეალური და რთულია ბედნიერი იყო,როცა ფიქრი გიყვარს.გეტყვით,რის სათქმელადაც შევაწუხე თქვენი ძვირფასი თვალები სამუშაო დღის ბოლოს:
არ აქვს მნიშვნელობა,ჩემგან რამდენად განსხვავებულ იდეას ატარებთ,ჩემი გული თქვენია,მათი,ვისაც სჭირდება. მე თქვენ ვარ და თქვენ მე.
იდეისთვის ბრძოლაში საკუთარ თავს ვკარგავთ და საკუთარ თავსვე ვემტერებით.
მაგარი რამეა იდეისთვის ბრძოლა, უბრალოდ, მაჰათმაც ”იბრძოდა” იდეისთვის და ჰიტლერიც…