“რკინის კაცი მოსწონთ და უნდათ… როცა დასჭირდება დაარბევს, სცემს, დააბრმავებს, მოკლავს!” – ნინია კაკაბაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია “მედია კლუბი”, დამფუძნებელი, ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
მოკლედ ვუსმინე თალაკვაძეს. გახარიას წარმატებები ყოფილა შსს-ში გაზრდილი ხელფასები (კი ბატონო კარგია), განახლებული აპარატურა (ალბათ მოსასმენი), პოლიციელების გადაიარაღება (ალბათ რეზინის ტყვიების ახალი პარტია ჩამოიტანა) და ამგვარი სისულელეები.
ხშირად იმეორებდა: ეს არის ძლიერი პოლიტიკური ფიგურა. მოკლედ რკინის კაცი მოსწონთ და უნდათ. ეს დაბალ საფეხურზე და ბიძინას უნდა ძლიერი რკინის მარჯვენა. როცა დასჭირდება დაარბევს, სცემს, დააბრმავებს, მოკლავს! ვატყობ 2020-მდე აი ამ რეალურ წარმატებებს კიდევ მიაღწევს.