“როგორც სიგარეტის ყუთზე ,,მოწევა კლავს” არანაირ გავლენას არ ახდენს მწეველ ადამიანებზე, ისე ვერანაირ ეფექტს მოახდენს მოგაზავე მძღოლებზე ეს…”

მომღერალი ნინი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
როგორც სიგარეტის ყუთზე დაწერილი ,,მოწევა კლავს” და სხვადასხვა ავადმყოფობების ამსახველი სურათები არანაირ გავლენას არ ახდენს მწეველ ადამიანებზე, ისე ვერანაირ ეფექტს მოახდენს 220 კმ/სთ-ით მოგაზავე მძღოლების შეგნებაზე ეს ინსტალაციები. მე და ჩემნაირები კი ამ სიმახინჯის ყურების გარეშეც ნელა დავდივართ. ეს ჩემი აზრია, რა თქმა უნდა.🙄🤷♀️
მადლობა, ნახვამდის!