“როგორ ავიცილოთ თავიდან სმარტფონებით აღჭურვილი ემზარ კვიციანების უმრავლესობის ტირანია?”

ევროპული საქართველოს წევრიზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
თანამედროვე ტექნოლოგიებით პოლიტიკოსების ჩანაცვლების იდეაა კაცობრიობა კარგა ხანია უტრიალებს.
მთავარი პრობლემა, რის გამოც პლატონს არ უყვარდა დემოკრატია, როგორც უბრალოდ უმრავლესობის მმართველობა, და რის გამოც ამერიკის დამფუძნებელმა მამებმა საარჩევნო კოლეგია შემოიღეს და კონსტიტუციას უფლებათა ბილი დაამატეს, ძალაში რჩება “სმარტფონების დემოკრატიაშიც”:
როგორ ავიცილოთ თავიდან სმარტფონებით აღჭურვილი ემზარ კვიციანების უმრავლესობის ტირანია?
[ დამიჯერეთ, აქ მათ ღილაკები არ აერევათ 😉 ]
ბოლო 200 წლის განმავლობაში დასავლეთმა დემოკრატიის ტალღაზე სერფინგი იმის წყალობით შეძლო, რომ ამ ტალღას წინ უძღოდა ლიბერალიზმის ლამის 200-წლოვანი ტრადიცია: ბრძოლა კანონის უზენაესობისა და ინდივიდის უფლებებისათვის.
“სმარტფონების დემოკრატიის” მომხრეებს – ამ 13-წუთიანი ვიდეოს ავტორსაც – ამაზე დამაჯერებელი პასუხი ჯერ არ აქვთ