“როგორ გძინავთ ღამე? ეს წუთია 6 წლით გაუშვა ადამიანი ციხეში ზესტაფონის სასამართლომ…” – ზურა ჯაფარიძე

პარტია “გირჩის” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
“სანამ ჩვენი პროცესი დაიწყებოდა
ეს წუთია 6 წლით გაუშვა ადამიანი ციხეში ზესტაფონის სასამართლომ კანაფის კულტივაციისთვის
მცენარისთვის, რომლის მოხმარებაც ლეგალურია!
მცენარისთვის, რომელსაც ამ ქვეყანაში მოიხმარს ასობით ათასი ადამიანი!
ეს საგიჟეთი უნდა დამთავრდეს!!!!
6 წელი ციხე!!!
6 წელი!!
როგორ გძინავთ ღამე?” – ზურა ჯაფარიძე