“როგორ ეტყობა ადამიანს, რომ მისი აღზრდის დროს მშობლებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს!” – ლევან ლორთქიფანიძე წულუკიანზე

პოლიტლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იუსტიციის მიისტრს თეა წულუკიანს აკრიტიკებს.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
” “კეისარს კეისრისა, ღმერთს ღმრთისა!”
მეგონა, რომ ქვეყნის ნომერ პირველი დემაგოგი უმცროსი ვაშაძე იყო. შევცდი! დემაგოგი კი არის, მაგრამ ზედაპირულია, ტაკიმასხარაა და ბევრს ვერაფერს ვეღარ ცვლის. მასზე გაცილებით საშიში პოპულისტებიც გვყავს ირგვლივ. მაგალითად, თავხედობით, უზრდელობით და თავზეხელაღებულობით გამორჩეული თეა წულუკიანი. როგორ ეტყობა ადამიანს, რომ მისი აღზრდის დროს მშობლებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს!ქ-ნი მინისტრი ჩვეული ხეპრეობით საზოგადოებას ორ ნაწილად ჰყოფს: 1) ქრისტიანები, რომელთაც სააღდგომოდ ლიტურგიაში მონაწილეობას აპირებენ; 2) ადამიანები, რომელთაც პანდემიის გამო სააღდგომოდ ეკლესიაში წასვლის ეშინიათ, ქრისტიანობა ეზიზღებათ და ამიტომ ტაძრებში პოლიციის, ჯარის, ფლოტის შეყვანას ითხოვენ
ჩვენ? დანარჩენები, სხვები სად ვართ? მაგალითად, მე მოვითხოვ დაუყოვნებლივ და შედეგიან მოლაპარაკებებს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის !!!მოლაპარაკებების შემდეგ სასულიერო იერარქებმა უნდა მიიღონ საერთო წესების, საერთო კანონების, საერთო რეგულაციების მხარდაჭერის გადაწყვეტილება !!! კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს !!! არ შეიძლება ურჩობა, აჯანყება სახელმწიფოს წინააღმდეგ, თან სრულიად უმიზეზოდ !!! არავინ ერჩის ეკლესიას, ქრისტიანობას !!! უბრალოდ, საშიშროება რეალურია, ერთ დაავადებულს შეუძლია ათასობით ადამიანის ინფიცირება! რატომ უნდა ავიტკიოთ თავი? რატომ უნდა გამოვცადოთ ღმერთი? არ შეიძლება, რომ მღვდლებმა ტაძრებში აღასრულონ მსახურება, ჩვენ კი იმდენი ვილოცოთ, ისეთი გულმხურვალებით, რომ ჩვენი სახლები ვაქციოთ ერთი ღამით ტაძრებად !!! თუმცა, ეს მოლაპარაკება არ შედგება! რატომ? 1) საქართველოს პოლიტიკურ კლასში არც ერთი ნამდვილი, ოდნავ ნაკითხი ქრისტიანი არ არის. საქართველოს მთავრობაში ერთ მამაც ქრისტიანს ან უბრალოდ ბიბლიის მცოდნე ადამიანს ვერ მოძებნით, რომელიც სახარებით ხელში საპატრიარქოში მივიდოდა და მათ გაჯიქებას არგუმენტებით გააქარწყლებდა. 2) საქართველოს საპატრიარქოში აღარ არსებობს ვერტიკალი. იქ პატრიარქთან მოლაპარაკება აღარ არის საკმარისი. ეკლესიაში ერთის ნაცვლად ათი სიმძიმის ცენტრია. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუ ვინ უფრო დიდი და თავგანწირული “ქრისტიანია”. სახელმწიფოსთან შეთანხმების შემთხვევაში იერარქები ერთმანეთს ღალატში და მცირედ მორწმუნეობაში დაადანაშაულებენ!მაოცებს ჩვენი ამპარტავნება და სიშლეგე! კარგი, რომის პაპი მწვალებელია. კარგი, კონსტანტინეპოლის უკეთილშობილესი პატრიარქი შხამით გატენილი ასპიტია! რუსეთის პატრიარქი მაფიოზია ! აღმოსავლეთ ევროპელი პატრიარქების დეიდაშვილები მეძავეობის ცოდვაში არიან ჩავარდნილი და მათი მოსმენა მკრეხელობაა. მოკლედ, მსოფლიოს ყველა ქრისტიანს უღალატია სარწმუნოებისთვის, რადგან ეპიდემიოლოგების მითითებებს დაემორჩილნენ, და მხოლოდ საქართველოში სწამთ სამების… არ არის სასაცილო, ნუ იცინით. საქართველო რომ მართლა ქრისტიანული ქვეყანა იყოს, ამდენი ღარიბი, მშიერი, უსახლკარო, სამუშაო ადგილზე დაღუპული, ძალადობისა და წამების მსხვერპლი, საკუთარ ცრემლში ჩამხრჩვალი ადამიანი არ გვეყოლებოდა.ქრისტიანობას დამტკიცება სჭირდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, სოლიდარობით, სიყვარულით და არა კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებთან ერთად ერთ ჭერქვეშ დგომით, საზიარო ჭიქიდან სიტკბოების დალევით, ხელებზე კოცნით …” – წერს ლევან ლორთქიფანიძე.