როგორ უვლის ნინო ნადირაძე სახის კანს, ტელეწამყვანი სილამაზის საიდუმლოს ამხელს – “ა, ბატონო, ვდებ ფოტოებს, რასაც ვიყენებ!”

კარდიოლოგი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას თავისი სილამაზის საიდუმლოს უმხელს.
“გადაცემაში ვახსენე სახის ჩემი საყვარელი და სასწაულმოქმედი მოვლის საშუალება და რეკლამაში რომ არ ჩათვლილიყო, ვერ ვთქვი სახელი უამრავმა მომწერა და დამირეკა, ა, ბატონო, ვდებ ფოტოებს, რასაც ვიყენებ! გადაცემაში პირველ ფოტოზე რაცაა, ის ვახსენე ” – წერს ნინო ნადირაძე.


