“როგორ უნდა მივაღწიო შემოდგომამდე არ ვიცი… თუ არ გადავიხდი, უბრალოდ ინკასოს დამადებენ და …” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ზაფხული ისედაც მძიმე პერიოდია ტელებიზნესისთვის და წელს მთლად წარღვნაა. როგორ უნდა მივაღწიო შემოდგომამდე არ ვიცი. ვითვლი, სად რა გადავიხადო, სად რა დავზოგო. თუმცა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ბიუჯეტის ფული უნდა გადავიხადო. თუ არ გადავიხდი, უბრალოდ ინკასოს დამადებენ და წაიღებენ, სულ რომ საწვავი ვეღარ ჩავასხათ და სულ რომ ამის მერე დენი გაგვეთიშოს ტელევიზიაში მაინც. ხოდა, ეს ჩემი დეგენერატი სახელმწიფო ამ ჩემი წვალებით გადახდილ ფულს ხან რუსი ტურისტების ბილეთების თანადაფინანსებაში იხდის და ახლა კიდევ ვკითხულობ, რომ ვიღაც სასტუმროებმა თურმე ზარალი რომ ნახეს კრედიტის პროცენტი ბიუჯეტიდან უნდა დავუფაროთ. თქვენ მართლა ნორმალურები თუ ხართ? თქვენი დანაშაულია, რომ ბოლო წლებია სატელევიზიო ბაზარი შეუქცევადად ინგრევა და ჩვენ ხალხი არ ვართ? როდემდე უნდა ყაროთ ჩემი წვალებით გადახდილი ფული სისულელეებში?