“როგორ შევურიგდე იმას, რომ ჩემს ულამაზეს ქვეყანას განაგებს ერთი უვიცი, გაუნათლებელი, ყუმი, ბლუ, აბსოლუტური არარაობა?!” – დოდონა კიზირია

მოქალაქე დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
რა ვუყო ამ დარდს?! რა ვუყო ამ გულს?! მითხარით, როგორ ვუყურო მშვიდად ყველაფერს, რაც ხდება ჩემს ქვეყანაში, ან ფილოსოფიურად, ან თუნდაც ფეხებზე მკიდია განწყობით?! მითხარით, როგორ, როგორ, როგორ გავუძლო ყველაფერს ამას, რასაც უსაშინელეს კოშმარშიც ვერ წარმოვიდგენდი?! როგორ შევურიგდე იმას, რომ ჩემს ქვეყანას, ჩემს ულამაზეს ქვეყანას განაგებს ერთი უვიცი, გაუნათლებელი, ყუმი, ბლუ, აბსოლუტური არარაობა?!
როგორ მესმის, ღმერთო, როგორ მესმის, თუ რატომ ხდება ადამიანი ნარკომანი, ან ალკოჰოლიკი, ან ვენებს გადაიჭრის, რომ აღარაფერი დაინახოს, აღარაფერი იცოდეს, აღარაფერი ესმოდეს!
სადა ხართ, ხალხო, სად?!?!?! ცოცხალი ხართ?!