
გერმანულ ქალაქ ნიდაში ბუზმა მსოფლიო რეკორდის დამყარებას ხელი შეუშალა. რეკორდის დამყარებას მინი-დომინოს ქვებით ყველაზე გრძელი ჯაჭვის გაკეთებაში ცდილობდნენ. ექსპერიმენტის მონაწილეები ჯაჭვის 600 ათასი მცირე ზომის დომინოს ქვისგან აპირებდნენ, თუმცა მათ მხოლოდ 596 229 დომინოს ქვის განთავსება მოასწრეს, როდესაც ერთ-ერთ ქვას ბუზი წამოედო.
“მინი-დომინოს ქვები ნეკა თითის ფრჩხილის ნახევარს უტოლდება ზომაში. ბუზმა კი, რომელმაც ექსპერიმენტის ჩატარების ადგილას ჩაიფრინა, ჯაჭვური რეაქცია დროზე ადრე გამოიწვია, შემდეგ კი ჩვენ, უბრალოდ, ყველაფრის აღდგენის დრო აღარ გვქონდა”- განმარტა ღონისძიების ორგანიზატორმა, პატრიკ ზინერმა.
გერმანელებმა ჯაჭვის შესაქმნას ორი კვირა მოანდომეს, ჯაჭვის გაკეთებაში 20 ადამიანზე მეტი მონაწილეობდა. ქვების ვარდნას კი 15 წუთი დასჭირდა.
ზინერმა და სხვა მონაწილეებმა მინი-დომინოს ქვებისგან ყველაზე გრძელი ჯაჭვის გაკეთებაში ახალი რეკორდი მაინც დაამყარეს – თუმცა არა მთელ მსოფლიოში, არამედ მხოლოდ გერმანიაში. ძველი რეკორდი 538 ათას ქვას ითვლიდა.