“როგორ წავიდე სკოლაში არ ვიცი… რა გამოდის, დატესტილ მასწავლებლებს აინფიცირებენ ბავშვები?” – ლადო აფხაზავას ემოციური პოსტი

სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„ხვალ როგორ წავიდე სკოლაში არ ვიცი… თითქმის ყველა ბავშვი წერს, რომ ბათუმში ბაზრობაზე ტანსაცმელი იყიდეს რამდენიმე დღის წინ. მასწავლებლები, ვინც აჭარაში იყვნენ, ყველას ტესტირება ჩაუტარდა. რამდენიმეს დაუდგინდა კორონა და ხვალ რა გამოდის, დატესტილ მასწავლებლებს აინფიცირებენ ბავშვები?“, – წერს აფხაზავა.