რომელმა ბიზნესმენებმა უთხრეს უარი ზურა ჯაფარიძეს პარტიის დაფინანსებაზე?!

გირჩის თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძემ ბრიფინგზე სკანდალური განცხადება გააკეთა:
დაახლოებით 1 კვირის წინ დავაანონსე რომ ვიწყებდი შეხვედრებს წარმატებულ ქართველებთან გირჩისთვის ფინანსური რესურსების მობილიზების მიზნით
იქვე დაგპირდით რომ პერიოდულად მოგიყვებოდით შედეგებზე
სურათი ამ მომენტისთვის:
შეხვედრაზე უარი გვითხრეს:
1. ნუცა აბრამიშვილი – „შუხმან ვაინის“ გენერალური დირექტორი – კომპანიის პოლიტიკაა რომ პოლიტიკაში არ ვერევითო
2. გოგი თოფაძე – „ყაზბეგის“ დამფუძნებელი – 2 წელია პოლიტიკაში აღარ ვარ, არ ვერევი და აღარ ვაპირებ ჩარევასო
3. კახა ოქრიაშვილი – „პეესპეს“ დამფუძნებელი – ადრეც ვილაპარაკეთ ამ თემაზე და იგივე პოზიცია მაქვსო (ადრე ნამდვილად ვისაუბრეთ და ნამდვილად უარი მითხრა)
4. დავით გიორგობიანი – „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დამფუძნებელი – ადრე იძულებით მაფინანსებინებდნენ პოლიტიკას და ახლა უბრალოდ აღარ მინდაო
5. ირაკლი გურჩიანი – „ტოიოტა ცენტრი კავკასიის“ გენერალური დირექტორი – დიდი სესხი მაქვს, ადრე ძალით მაფინანსებინებდნენ პოლიტიკას და ახლა მართლა არ მაქვსო
გარდა ამისა მქონდა 2 შეხვედრა გულწრფელი, საქმიანი საუბრით. არ ვიცი რამე გამოვა თუ არა, მაგრამ მინიმუმ დამელაპარაკნენ ადამიანები. ვინაობას ახლა არ დავასახელებ.
ჯერჯერობით ესაა.
პ.ს. ამ სტატუსის მიზანი არაა ვინმეს ‘გაშავება’, უბრალოდ მინდა ეს პროცესი მაქსიმალურად საჯაროდ ვაკეთო. შეურაცხმყოფელ კომენტარებს წავშლი