“რომ არა მე, ესეთ კარიერას ვერ გაიკეთებდა” – რა კავშირი აქვს ოქრუაშვილს ღარიბაშვილის კარიერულ ზრდასთან

პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით ღარიბაშვილის კარიერულ წარმატებაში მას დიდი წვლილი მიუძღვის.
“ახია ჩემზე – ღარიბაშვილი ოპერად არ მივიღე ქალაქის სამმართველოში და ჯერ პრემიერ-მინისტრი გახდა, მერე თავდაცვის მინისტრი.ანუ, რომ არა მე, ესეთ კარიერას ვერ გაიკეთებდა. ოპერად დარჩებოდა.კიდევ ახია – მდინარაძე დავიჭირე, გამომძიებელი იყო ვაკეში… კაბინეტში მოვიყვანე და ვუთხარი ორ კვირაში გაგიშვებ, რადგან არ გეკუთვნოდა დაჭერამეთქი (მსუბუქად მიქარა და ისე გაება). ესენი, ერთი რომ დამენიშნა და მეორე რომ არ დამეჭირა ასეთ სიმაღლეებს ვერ მიაღწევდნენ…ასე იწრთობოდა ფოლადი… ” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.