“რომ წერენ, “ფასს პირადში მოგწერთ” ისინი თქვენი facebook-ის ფოტოების მიხედვით გეუბნებიან ფასებს… ასეთებს ევროპაში “ვირის აბანოში” უშვებენ” – თამარ ივერი თაღლითური სქემის შესახებ

სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქვეყანაში არსებულ თაღლითურ სქემებზე წერს.
თამარ ივერი საზოგადოებას პეტიციის შედგენისკენ მოუწოდებს.
“ბოლოსდაბოლოს როდის უნდა აიკრძალოს საქართველოში რაიმე პროდუქციის რეკლამირება ფასის მითითების გარეშე??? დავიტანჯე ამ ხალხის ცოდვით.იწერებიან: ფასი? ფასი? ფასი დაგვიწერეთ,იქნებ ფასი მიუთითოთ,რა ღირს?? რა ღირს??? და პასუხს არავის სწერენ,ან სწერენ “პირადში მოგწერთ”,პირადში მოგწერთ,პირადი ნახეთ ა.შ…და იქ კიდევ ან საერთოდ აიგნორებენ მათ…ან მისი ფეისბუკის სურათების,მომხმარებლის გარდერობის მიხედვით ატყობენ შეძლებულია თუ ნაკლებად და სხვადასხვა ფასებს ეუბნებიან დაინტერესებულებს. (აღმოჩნდა ასეთი შემთხვევები) ეს არის მომხმარებელთა და დაინტერესებულ ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევა.ვის აქვს ამის უფლება? ევროპაში და ამერიკაში “ვირის აბანოში” უშვებენ ასეთ თაღლით კომპანიებს და მათ რეკლამებს!! ასეთი რეკლამები უნდა იბლოკებოდეს!
ეს უფრო რაღაც დაგებულ მახეს და გადაგდებულ ანკესს ჰგავს,რადგან სურთ პირად მიმოწერებზე ხალხთან გასვლა და დაინტერესებული ადამიანებით უფრო ადვილად მანიპულირება.სხვადასხვა პირობების და კიდევ სხვა პროდუქტების შეთავაზება,მათთვის ტელეფონების გამორთმევა,მათზე “აკიდება”და ა.შ ამიტომ:ბოლოსდაბოლოს აიკრძალოს და დაიბლოკოს პროდუქტის გასაყიდი რეკლამები თუ მასზე არ იქნება მითითებული ფასი!!!! მორჩა!! წერტილი!! ვინ წყვიტავს ამ საკითხს?? თუ ასეთი კომპანიების უკან მაღალკალიბრიანი ჩინოვნიკების და მათი ოჯახების ინტერესებია?? ალბათ….
შეადგინეთ პეტიცია ამ უმსგავსობის წინააღმდეგ!! ” – წერს თამარ ივერი.