“როცა ლომი კატას აკრიტიკებს, რა მოხდა, რა არის აქ გასაკვირი” – ელისო ვირსალაძის ძმისშვილი ბუნიათიშვილზე

ორი დღეა ყველა განიხილავს პიანისტ ელისო ვირსალაძის მიერ ხატია ბუნიათიშვილის გაკრიტიკების ამბავს, ამ თემაზე “პრაიმტაიმი” ელისო ვირსალაძის ძმიშვილს გაესაუბრა:
დინი ვირსალაძე: – ელისო ვირსალაძე მსოფლიო დონის საუკეთესო ათი პინისტის სიაშია შესული. ასეთი განძი გვყავს. იმიტომ კი არა, რომ ჩემი მამიდაა, ეს ფაქტია. ერთ საათიან ინტერვიუში, სადაც ყველა მისი სიტყვა სიბრძნე, ღრმა და ინტელექტუალურია, მეტი სხვა საინტერესო ვერაფერი ნახეს, რომ ეს მეასე ხარისხოვანი ნაწილი აქციეს მთავარ ამბად? ეს არის ჩვენი ტრაგედია. ყველას ვურჩევ ქალბატონი ელისო ვირსალაძის მთლიანი ინტერვიუ მოისმინოს.
– და თქვენი პოზიცია, როგორც პროფესიონალი პიანისტის, როგორია ბუნიათიშვილთან მიმართებაში?
– მე რა უნდა ვთქვა, როცა ასეთი გიგანტი აფასებს. ელისო 52 წლის მანძილზე მსოფლიოს სამი კონსერვატორიის – მიუნჰენის, ფლერენციის და მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი გახლავთ. მოსკოვის კონსერვატორია მსოფლიოში საუკეთესოა. ასეთი მუსიკოსი რომ შეფასებას ამბობს, მასთან შედარებით მე ვინ ვარ, რომ რაღაც ვთქვა. ხატიაზე ამბობს ტალანტია, მაგრამ… და რასაც ამბობს. ერთია, რომ მას, როგორც შემსრულებელს, თაყვანისმცემლები ყავს და ღმერთმა გაუმარჯოს. ელისო ვინმეს ერჩის? ვინც ტალანტია, ყველაზე თქვა რომ ასეა. მით უმეტეს, ეკითხებიან კონკრეტულად, ხომ არ ჭორაობს? ერთმა ქალტონმა ძალიან კარგი კომენტარი მიაწერა, როცა ლომი კატას აკრიტიკებს, რა მოხდა, რა არის აქ გასაკვირიო. ცოტა დავაფასოთ ელისოსნაირი ადამიანები.