“რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკამ გვავნო, შედეგი მცოცავი მიერთება, ადამიანების მუდმივი გატაცებაა”-რომან გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
რუსეთის მცოცავი ოკუპაციის შემაფერხებელი ფაქტორი დღეს ცალკეული თავდადებული ადამიანის პროტესტი გახდა. ხომ შეიძლებოდა, რომ საოკუპაციო საზღვრის გასწვრივ ხალხის მუდმივი მობილიზება მოეხდინა სახელისუფლებო პარტიას, რომელსაც განუსაზღვრელი რესურსი აქვს? შეეძინა კარვები და თბილი ნივთები, უზრუნველეყო კვება, ტრანსპორტით გადაადგილება, მედიაგაშუქება. მოეზიდა საკუთარი ახალგაზრდული აქტივი ან მხარდაჭერისთვის მიემართა სხვებისთვისაც, დაეგეგმა მუდმივი მორიგეობა და აქციის მონაწილეთა როტაცია? ამას აუცილებლად ექნებოდა თავისი პრაქტიკული და პროპაგანდისული ეფექტი. გაუჭირდებოდათ რუსებს ასე თავხედურად მავთულხლართების გავლება.
არა თუ ამას არ აკეთებენ, სხვებსაც უშლიან ხელს.
რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკამ გვავნო მრავალი მიმართულებით. მისი ერთ-შედეგი საოკუპაციო საზღვრისპირა ტერიტორიების მცოცავი მიერთება, ადამიანების მუდმივი გატაცება და მკვლელობებიცაა.