“რუსეთი სიმბოლოებით გვებრძვის და ერთ-ერთი ასეთი სიმბოლო “რუსთავი 2″ არის” – გოგა დადუნაშვილი

მოქალაქე გოგა დადუნაშვილი
ცხადია ძალიან კარგია თუ გვარამია ახალ ტელევიზიას აკეთებს, ისიც კარგია რომ გუნდი მხარში უდგას, მაგრამ აქ საქმე სხვა რამეშია. რუსეთი მთელს მსოფლიოს და ჩვენ პირველ რიგში სიმბოლოებით გვებრძვის და ერთერთი ასეთი სიმბოლო “რუსთავი 2” არის. რეალურად მოხდა ის რომ ჭორვილელმა ამ ფორპოსტის წაღებაც შეძლო. რითაც (ვაღიაროთ) დიდი მორალური უპირატესობის მოპოვება შესძლო. ძალიან გთხოვთ ნუ იტყუებთ თავს ტექსტებით “ჩვენ კიდევ ერთხელ გავაშიშვლეთ ოლიგარქი” ან “ახლა ხომ ცალსახად გამოჩნდა რომ ის ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს” უკაცრავად ახლა მოხვედით აზრზე? ახლა გააშიშვლეთ და ახლა დაინახეთ მისი რუსული კუთვნილება? ის რომ ერს ზოგადად უჭირს აწმყოს ანალიზი ეს ცნობილია, ის რომ ერის “უდიდესი მოაზროვნეები” დიდის გულმოდგინებითა არჩევენ წარსულს და უფრო სასცილო ის არის რომ წარსულში განვითარებული მოვლენების ვარიანტებსაც თხზავენ, მაგაზე დიდი ხანია აღარ ვიშლი ნერვებს. ჩემთის ამაზრზენი ის გახლავთ რომ წარსულში არსებობა, ქართველების უმეტესობისათვის მაცოცხლებელ დიქოტომიად არის ქცეული. იშვიათად თუ ვინმე საუბრობს მომავალზე და ეს ბუნებრივია ვინაიდან აწმყოს შეფასების ადექვატურობა დაბალია ან საერთოდ არ არსებობს. რა თქვენ არ იყავით ერთხმად რომ დასცინოდით “ლაზიკას”? და ახლა მითხარით ანაკლიის ყმაწყლოვანი პორტის ამბავი ხომ არ აღმოჩნდა კატალიზატორი რუსეთის მხრიდან განხორციელებული სწრაფი სპეც.ოპერციებისა? გავრილოვიდან დაწყებული “რუსთავის 2”-ის წაღებით დამთავრებული? მიდი, მიაწექით ძველ ჩვენებას და მოყევით ახალ გარემოებებზე, ახალ კონტექსტებზე, იმაზე რომ ოცნებობთ ნატოში შესვლასა და აშშ-ს სამხედრო ბაზებზე საქართველოში. გაიგეთ, ერთხელ და სამუდამოდ! არავის სჭირდება მოკავშირეობა ქვეყნასთან რომლსაც არ გააჩნია მომავლის ხედვა და ამ ხედვაზე დაყრდნობით არ ეძებს საკუთარ ნიშას გლობალურ სამყაროში! ეხლა კი მითხარით რომელ არსებულ პოლიტიკურ ცენტრს გაგაჩნიათ მსგავსი ხედვები? თქვენი ოცნებების მაქსიმუმი, საარჩევნო ბარიერის გადალახვით, პარტიულ დაფინანსებაზე დაჯდომითა და პერიოდული (ელექტორატს რომ არ დაავიწყდეთ) საზოგადო აქტიობებით შემოიფარგლება. აი ამიტომ თბილისსა და მოსკოვშიც ახლა მიმდინარე აქციებზე ახლოს არავინ იკარებს პოლიტიკოსებს. ვინაიდან “პოლიტიკოსი” როგორც ფსიქოტიპი ჩამოყალიბდა უპირველესად როგორც, საკუთავ კეთილდღეობაზე მზრუნავი სუბიექტი და არავინ შეეცადოთ მიმტკიცოთ საპირისპირო. ამით იდეალურად სარგებლობენ პრ.ტექნოლოგები, სპეც.სამსახურები და ყველა დაინტერესბული პირი ვისაც ევალება არსებული რეჟიმების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება და ხელს უწყობენ ელექტორატისა და პოლიტიკური სპექტრის გამიჯვნას, ვინაიდან ეს უპირველესად რეჟიმს აწყობს. ხომ გასაგებია რომ გამოუცდელ ელექტორატთან ბრძოლა გაცილებით ადვილია. მესმის რომ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მყოფთა უმეტესობას კეთილი მიზნები აქვთ, იგონებენ ათასნაირ ფორმატებს, აწყობენ სხვადასხვა ღონისძიებებს – მივესალმები! მაგრამ ერთ მოკრძალებულ რჩევას დავწერ, პოლიტიკა არ გახლავთ “ბაბლ გამის” გაყიდვა, პოლიტიკას თავისი, სპეციფიური “მარკეტინგი” აქვს და გინდათ ეს თქვენ თუ არა, ნივთი რომელიც ამ ბაზარზე მეტნაკლებად ლიკვიდურია ისევ და ისევ პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტიაა. დღევანდელი მოცემულობით კი აქციის მონაწილენი არიან შესული კონკურენციაში მრავალმილიარდიანი კაპიტალიზაციის ძალასთან და უპირისპირებენ მას … რას? ხალხის ნებას? დიახ! ესეც უდიდესი კაპიტალია, მაგრამ ამ ნების რეალიზებას ვერ მოახდნენ ვერც არასამთავრობოები და ვერც აქტივისტები. აქ მარკეტინგი საკანონმდებლო სფეროსთან უნდა მოდიოდეს კორელაციაში, ანუ საჭიროა კონკურენტუნარიანი პროდუქტის მაღალი ლეგიტიმაცია. რაც მთავარ ოპოზიციურ პარტიებს თავად აქტივისტებმა შემოაცალეს. ძალიან არ მინდა ამ პროტესტით გაწბილებული საშუალო სტატისტიკური “გივი და მანანა” ტახტის პატრიოტების, სპეკულიანტი და თვალთმაქცი ჩოხოსნების ნადავლი გახდნენ. საქმე კი აქეთ მიდის, ვინაიდან საშუალო ქართველის ზრუნვის თავი და ბოლო კუჭია! ცოტა ქონმოკიდებულებმა მსუყედ გაძღომის დაპირებას რომ დაუჯერეს 2012-ში, სწორედ ამ ტრენდის ნათელი ილუსტრაცია გახლდათ.
ბოდიშს ვიხდი თუ ვინმეს გული გატკინეთ, მაგრამ ვფიქრობ სიმართლე საუკეთესო სტრატეგიული მოკავშრეა, ტაქტიკურიც. როდემდე უნდა აღგვიქვან ეგზოტკურებად? არ გვეგების უწინდელივით გაფხორვა, აღარც ნიკობსიიდან დარუბანდამდე ვართ გადაჭიმული.
სასიამოვნო საღამოს გისურვებთ.