“რუსთვი 2-თან რასაც ვხედავთ, ძალიან გავს იმ ხალხის რეაქციას, რომელსაც გუშინწინ სასურველი სტუმარი გავუქციეთ და ახლა აქ გადმოანთხიეს ბრაზი” – გიორგი მშვენიერაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნმებს:
გაბუნიას სიტყვა ბევრს არ მოგვეწონა, მაგრამ ღვთის მადლით, ამისთვის სასჯელის მაქსიმუმი მისი გადაცემის არყურებაა და სხვა არაფერი. კონსტიტუცია იცავს არა მარტო იმ სიტყვას, რომელიც ყველას მოგვწონს, არამედ იმასაც, რომელიც გვაბრაზებს, აღგვაშფოთებს და შეურაცხგვყოფს კიდეც.
სახელმწიფო ორგანოები რომ დაეწყვნენ და ორკესტრირებული განცხადებები გამოდეს კანონისმიერ მკაცრ რეაგირებაზე, ძაან სასაცილოდ გამოიყურება.
ხოლო რუსთვი 2-თან რასაც ვხედავთ, ძალიან გავს იმ ხალხის რეაქციას, რომელსაც გუშინწინ სასურველი სტუმარი გავუქციეთ, ხმა ვერ ამოიღეს და ახლა აქ გადმოანთხიეს ბრაზი.