რუსმა პატიმარმა საბერძნეთში ქართველის ცემით მოკვლა აღიარა – ინციდენტი ციხეში

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთმანეთს რუსი და ქართველი პატიმრები დაუპირისპირდნენ და 43 წლის რუსმა 35 წლის ქართველი ცემით მოკლა. ციხის ხელმძღვანელობის ცნობით, ისინი თანასაკნელები იყვნენ.
საქართველოს მოქალაქე ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს,თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს და მისი გარდაცვალება დაადასტურეს. მათი თქმით, თავისა და კისრის არეში მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. ორივე პატიმარი სასჯელს ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა, თუმცა, მათ შორის დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.