“საარჩევნო სისტემაში მოსახლეობის 99% ვერ ერკვევა” – კახაბერ ოქრიაშვილი

“დღეს რომ გამოვიკვლიოთ მოსახლეობაში და ვიკითხოთ, რით განსხვავდება, რა არის კარგი მაჟორიტარულ სისტემაში და რა ცუდი, აგრეთვე პროპორციულში, ჩვენი მოსახლეობის 99% ვერ გვიპასუხებს, იმიტომ რომ ვერ ერკვევა. ამიტომ გაიხსნას დისკუსია, გავაცნოთ მოსახლეობას ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე და მერე გადაწყდება ეს საკითხი. ზუსტად ვიცი, რა იცის ჩემმა ხალხმა და რა არა. არ მაქვს ცუდი წარმოდგენა. ხალხმა კი არა, მრავალმა პოლიტიკოსმა არ იცის. დებილები ყველგან არიან, ჟურნალისტებშიც ბევრი დებილი მინახავს”, –
ამის შესახებ ოქრიაშვილმა პარლამენტში დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა