საბადურელი მიუსაფარი ძაღლი ყოველდღიურად მანქანიდან გადმოგდებულ ლუკმას ელოდება (ფოტო)

მოქალაქე ეკა ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, ის საზოგადოებას მიუსაფარი ძაღლებისთვის თანხის და საკვების შეგროვებაში დახმარებას თხოვს.
“ეს ფოტო ასახავს ალბათ ყველაზე კარგად როგორ ელიან საბადურელები ყოველდღიურად მანქანიდან ერთ გადმოგდებულ ლუკმას. ამ ცუგების დასახმარებლად შექმნილია ჯგუფი, სადაც დახმარების სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაემატოთ აქ.
ეს არის ჩემი პირადი ანგარიშის ნომერი, მიმღები ეკატერინე ქართველიშვილი, თანხა როგორც კი შეგროვდება ვიყიდი ტომრებს და ჩეკებიდან დაწყებული ფოტოებით დამთავრებული ყველაფერს დავდებ. ავტვირთავ… GE13TB7128045061100069 მიმღები ეკატერინე ქართველიშვილი.
ასევე ვისაც საკვებით დახმარების სურვილი გაქვთ, დამიკავშირდით და გამოგართმევთ კორმს” – წერს ეკა ქართველიშვილი.
