“საგამოძიებო კომისიამ უბრალოდ გაარტყა ეჭვმიტანილის ვინაობა, ოღონდ გამომძიებლები გაეშავებინათ”

მოქალაქე ლევან ღამბაშიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
საგამოძიებო კომისიამ, პარლამენტარებმა. გამომძებლებს უთხრეს ვინც იყო ეჭვმიტანილი და იმათმა, არაო, ჩვენ გამოვიძიეთ ხოშიანადო და რაც არის ეს არისო და დღეს დააკავეს ის ეჭვმიტანილი.
ასეთი ვარიანტებია:
ა) საგამოძიებო კომისიამ უბრალოდ გაარტყა ეჭვმიტანილის ვინაობა, ოღონდ გამომძიებლები გაეშავებინათ.
ბ) საგამოძიებო კომისიამ კარგად შეისწავლა მონაცემები და საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა, ვინც იქნებოდა დამნაშავე.
გ) გამომძიებლებმა მაგარ სტრატეგიას მიმართეს, რომლის ნაწილიც იყო იდიოტად გამოჩენა და ერთი წლის შემდეგ დააკავეს ეჭვმიტანილი.
დ) გამომძიებლებმა უბრალოდ არ იციან როგორ უნდა გამოიძიონ საქმე.
ე) გამომძიებლებმა ძალით არ გამოიძიეს საქმე დროულად.
როგორ ფიქრობთ, თავად გამოძიებამ არ უნდა გასცეს პასუხი შეკითხვას, თუ რატომ დაასწრო პარლამენტარების ჯგუფმა საქმის გამოძიება მას, ვისი უშუალო კომპეტენციაც არის ამ ტიპის საქმის წარმოება?