“საკუთარი ქვეყნის სამსახურში, აი, ეგრეა, ძმებო, ასეთი ქვეყანა მინდა მე…” – თენგო გოგოტიშვილი ამერიკელი კონგრესმენის საქციელმა გააოცა

ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“აუცილებლად უნდა იცოდეთ.
ყველამ, ბ-ნი ბორისის ჩათვლით.
მინდოდა კონგრესმენ კიზინგერთან ინტერვიუს ჩაწერა – იმ კაცთან, პირველი წერილი რომ მისწერა ბ-ნ ბორისს (გახარიას სახელზე) და თვალში რომ ეპატარავება მდინარაძეს, კალაძესა და თალაკვაძეს.
მოკლედ, მივწერე პრეს-მდივანს და მივიღე პასუხი:
“სიამოვნებით, მაგრამ კონგრესმენი კიზინგერი ახლა ასრულებს სამხედრო მოვალეობას გვარდიის დანაყოფთან ერთად და ამ პერიოდში არ შეუძლია ინტერვიუს ჩაწერა.”
კონგრესმენი!
სამხედრო მოვალეობას!
მიხვდით, რა ქვეყანაა?
კონგრესმენი გამოიძახეს გვარდიაში სამსახურისთვის, ჩაიცვა ფორმა და გაიქცა. ადამ კინზინგერი ვიცე-პოლკოვნიკია, სამხედრო მფრინავი.
ჰოდა, ზის ახლა შტურვალთან და დაფრინავს სადღაც, იქნებ კონფლიქტის ზონაში.
კონგრესის წევრი!
სხვა დროს, როცა ყოველწლიური აუცილებელი სამსახური არ ექნება, იმ თავის ნაწილში კონგრესმენის რანგით ჩასულს, სამხედრო სალმით გაეჭიმება მთელი სარდლობა. მაგრამ ახლა ერთი ჩვეულებრივი ოფიცერია, საკუთარი ქვეყნის სამსახურში.
აი, ეგრეა, ძმებო.
ასეთი ქვეყანა მინდა მე და არ უნდა ბ-ნ ბორისს.
ამიტომ უნდა ვაჯობოთ!” – წერს თენგო გოგოტიშვილი.