სამების საკათედრო ტაძარს დავალიანების გამო გაზი ჩაუჭრეს

არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი “ტვ პირველთან” საუბრისას ახადებს, რომ სამების საკათედრო ტაძარს დავალიანების გამო გაზი ჩაუჭრეს.
“რამდენიმე დღეა აღარ გვაქვს გაზი. დავალიანების გამო ჩაჭრეს. დაახლოებით 3 წლის განმავლობაში გროვდებოდა ეს თანხა და კომპანიისგან მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, რადგან ბევრჯერ გაგვითვალისწინეს და გაზი არ შეგვიწყვიტეს. მონასტერს არასდროს ჰქონდა იმის საშუალება რომ ეს გაზის თანხა გადაეხადა. რამდენჯერმე იყო გაფრთხილება და რა ქნან იმათაც, ყოველთვის გვერდში გვედგა?”, — ამბობს მამა იოანე მჭედლიშვილი