სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ ზურა ხაჩიძე დაინიშნა – “ე თუ არ დაუფასდათ ქუჩის ბიჭებს არჩევნებში მთავრობის მხარდაჭერა”

მოქალაქე ლევან ღამბაშიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ე თუ არ დაუფასდათ ქუჩის ბიჭებს არჩევნებში მთავრობის მხარდაჭერა.
როგორც აღმოჩნდა:
მომღერალი მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილე იქნება. მხარის რწმუნებულმა ზურა ხაჩიძე თანამშრომლებს უკვე წარუდგინა.
რა მიმართულებით იმუშავებს ხაჩიძე მხარის რწმუნებულის მოადგილის პოზიციაზე, უცნობია.
ბესიკ ამირანაშვილს უკვე ჰყავს ორი მოადგილე – შალვა ბერძენიშვილი და შოთა როსტიაშვილი.
ზურა ხაჩიძე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო „პატრიოტთა ალიანსიდან“