“სანამ ამ ქალის ჩაქოლვას გადავწყვეტთ მანამდე კარგად უნდა წარმოვიდგინოთ იგივე მდგომარეობაში მყოფი ჩვენი თავი” – ლიზა ქისტაური

ტრანსგენდერი ქალი ლიზა ქისტაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
გუშინდელი ამბავის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ გამოვდივარ შოკიდან და სულ იმ ბადარა ბაიაზე მეფიქრება , რა შუაში იყო და რატომ იყო მსხვერპლი ის , რა დააშავა საამისო.
მეფიქრება იმ ქალზეც ვინც ეს გააკეთა და მეცოდება მთელი არსებით , დედ-მამა ამბობს პირველად ვნახეთ ეს ქალიო ანუ რა გამოდის , ამ ქალს საერთოდ არ ქონდა გეგმაში რომ კონკრეტულად ამ ბავშვისთვის და ოჯახისთვის მიეყენებინა ზიანი , როდესაც ასეთი რამე ხდება აუცილებელია დამნაშავის ფსიქიკური მდგომარეობა იქნეს გარკვეული.
საქართველოში (მითუმეტეს) ძალიან ბევრია ვისაც ფსიქიკური პრობლემები აქვს და ამ ყველაფერს სათამადოდ ვერ შველიან , ძალიან ბევრი მიზეზის გამო.
ამ ქალის მიმართ ერთი წამით არ გამჩენია ზოზღის გრძნობა ამ იმის , რომ მომეკლა ან ჩამექოლა პირიქით , მთელი გულით მეცოდება და მესმის მისითქო მოგატყუებთ , უბრალოდ ვხვდები რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ყველაფეის მიზეზი. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაადასტურა მისი არა ჯანმრთელი მდგომარეობა და აქ მივედივარ ზუსტად იმ აზრამდე , რომ ყველა ადამიანი ვისაც კი რაიმე პრობლემა აქვს “ტვინში” ან ფსიქიკასთან დაკავშირებული , ყველა გამოხატავს ინდივიდუალურად ამას.
შეიძლებოდა ამ ქალს იმ დღეს , სხვა მომენტში სხვა რამე გაეკეთებინა ან უარესი ან შედარებით მსუბუქი მაგრამ სწორედ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე გააკეთა ეს.
სანამ ამ ქალის ჩაქოლვას გადავწყვეტთ მანამდე კარგად უნდა წარმოვიდგინოთ იგივე მდგომარეობაში მყოფი ჩვენი თავი ან ჩვენი ახლობელი , ასეთ დროს ადამიანი ვერ ხვდება რას აკეთებს , როგორც მაღლა დავწერე პირვწლად ნახა ოჯახმა ეს ქალი.
ჩემი აზრით პრობლემა იმ სისტემაშია , რომელ სისტემასაც ევალება ასეთი ადამიანების ყურადღების მიქცევა და იმაში , რომ ფსიქიატრიული დაწესებულება სადაც ნორმის ფარგლებში მიხედავენ ადამიანს , არ არსებობს და ამის გამო 3 წლის ბავშვს ემართება ის რაც დაემართა.
არ ვამართლებ არავის უბრალოდ ძალიან შემაწუხებელია როდესაც გონზე არ მყოფი ადამიანის ასეთი მასიური გადავლა ხდება , საერთოდ არავინ არ იცის რა ხდებოდა იმ ქალის თავში იმ დროს.
მანიაკების და გიჟების ადგილი კიდევ გარეთ არ არის იქამდე , სანამ ნორმას არ დაუბრუნსებიან და ამაზე პასუხისმგებელი ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს და ყველა ის ვითომ ფსიქიატრიული , რომელიც არის საქართველოში.