საპატრიარქოს პასუხი რესპუბლიკურ პარტიას – “უფრო აქტუალური, ამ პარტიის ბიჯეტიდან დაფინანსების მიზანშეწონილობაზე მსჯელობა იქნებოდა”

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ირთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე განცხადებას ავრცელებს:
რესპუბლიკური პარტია სახელწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციის ურთიერთობის კანონით დარეგულირება ევროკავშირის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა,
რესპუბლიკური პარტია კი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გაცხადებული მტერია.
იმის ნაცვლად, რომ ამ პარტიის წარმომადგენლებს ესაუბრათ აღნიშნული ურთიერთობების საუკეთესო სახით წარმართვაზე, რაც სახელმწიფოსა და ხალხს გამოადგებოდა, ისინი მუდმივად უტევენ ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების ფუნდამენტურ ფასეულობებს.
ჩანაწერი ჩვენი კონსტიტუციის 8-ე მუხლში აღიარებს მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლს ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის და დღესაც ეკლესია მსახურებას ეწევა, ციხეებში, საავადმყოფოებში, ჯარში, განათლების სფეროში, აღარ ვსაუბრობ ტერიტორიულ მთლიანობაზე.
მართლმადიდებლური აღმსარებლობა ჩვენს ქვეყანაში უმრავლესობის რელიგიაა და ამ ეკლესიის სახელმწიფოსთან ურთიერთობების, კანონით დარეგულირება, ბუნებრივია.
ვატიკანს იტალიის, ლიტვის, რუმინეთის და ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებთან, სადაც კათოლიციზმი უმრავლესობის რელიგიაა, კანონით დარეგულირებული ურთიერთობები აქვს სახელმწიფოსთან.
აშშ – ში ასევე არის პრეცედენტი, რომ ცალკეულ შტატს აქვს კანონით დარეგულირებული ურთიერთობა რელიგიურ ორგანიზაციასთან.
რომ იყოს შესაძლებელი ალბათ საზოგადოებისათვის უფრო აქტუალური, ამ პარტიის ბიჯეტიდან დაფინანსების მიზანშეწონილობაზე მსჯელობა იქნებოდა.