“საპატრულო ეკიპაჟი ჯიბრზე გასამწარებლად რომ აკლებს ქულებს წესიერ მოქალაქეებს ეს რას ნიშნავს?… “

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
გამაგებინოთ 20 ლარიან ჯარიმას რატომ ეკუთვნის 5 ქულის დაკლება 100 ქულიდან?საპატრულო ეკიპაჟი ჯიბრზე და საკუთარი სიმპათია ანტიპათიის გამო გასამწარებლად რომ აკლებს ქულებს წესიერ მოქალაქეებს ეს რას ნიშნავს? მართლა სამარცხვინო და უსამართლობის ცენტრად ნუ გადააქცევთ ამ ქვეყანას.ჩემნაირი კანონმორჩილი ადამიანების დევნა ასე იოლად არ შეგრჩებათ და ცოტა დააოკეთ საკუთარი არაკომპეტენტური და პირად შურისძიებებზე ორიენტირებული თანამშრომლები.ცოტა ხნის წინ კამერების წინ კინაღამ დამლეწა ერთმა მძღოლმა,მსდია და ძლივს გადავრჩი ავარიას.პატრულს მივმართე და დღემდე არავის შეუწუხებია თავი,ამბავიც კი არ უკით ავთ და ახლა ერთი სულ უმნიშვნელო გადაცდომა მხოლოდ საკუთარი ჯიბრის გამო უცებ 5 ქულის ჩამოჭრით ისჯება?20 ლარი არ კმარა?შორს ვერ წახვალთ ასეთი სამართლიანობით და მიხედეთ საკუთარ სამარცხვინო კადრებს თორემ გამწარებულ ხალხზე საშინელი არაფერია.უსამართლობის გამო ბევრი რევოლუცია მოხდა და ნუ იზამთ ისე რომ კიდევ გაგრძელდეს.