“საპრემიეროდ დაანონსდა და სიბრალულის ღიმილსღა თუ იწვევს”-გივი თარგამაძე

ევოროპული საქართველოს წევრი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ეს ბატონი გახარია, დასაწყისში საპრემიეროდ გამზადებულ დიად მრისხანედ რომ დაანონსდა, ამასობაში ისე დაიძონძა, სიბრალულის ღიმილსღა თუ იწვევს.
სულ ერთს გაიძახის – შეხედეთ, შეხედეთ – ასჯერ შევხედეთ და ყველა ჯერზე ერთს ვხედავთ – ქაქს.
და საუბრის სტილი – ასლან იბრაგიმოვიჩმა იცოდა ასე: დასაწყისში იტყოდა – წარმოიდგინეთ, სპილო… მერე ათას რამეს მიედმოედებოდა, ბოლოს სულ სხვა თემით დაამთავრებდა, თქვენ კი რჩებოდით მთელი დღით თავში სპილოთი. მაგრამ, ის, თუნდაც ბაბუინების, მაინც მეფე იყო…
მოკლედ, საწყენად არ ვამბობ, მაგრამ, გინდა – არ გინდა, “ქვევრის” გამონათქვამი გახსენდება – ოქროს ხელები კი არა, სულელი ყოფილა….