“სასარგებლოა ხალხმა გაიგონოს კრიტიკა ბოლო დროს შეუცდომლად გამოცხადებული ზვიად გამსახურდიას მისამართით”

პროფესორი თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
ვნახე ეს ფილმი რომელიც გამიზნულია ქართულ-ოსურ შერიგებაზე. სამწუხაროდ, დიდი არაფერი. პათეტიკურია და კლიშეებით გადატენილი.
ერთ-ერთი კულმინაციის დროს ოსი ქართველს ეუბნება: თქვენ ხომ უფროსი ძმები ხართ და ძმები როცა ჩხუბობენ ეს ყოველთვის უფროსი ძმის ბრალია.
გამოდის რომ ვერ შეველიეთ ამ უფროსი ძმის ამბიციას და კომპლექსს. არადა, ეს ხომ სწორედ ისაა რაც რუსებში არ მოგვწონდა.
ფილმი ალაგ-ალაგ სასარგებლოა იმით რომ ვიღაცამ შეიძლება პირველად გაიგოს ქართველების მხრიდან ოსების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ. ასევე გაიგონოს კრიტიკა ბოლო დროს შეუცდომლად გამოცხადებული ზვიად გამსახურდიას მისამართით.
მაგრამ სულ ესაა.
30 წელი გავიდა და ჯერ ვერაფერი გავიაზრეთ. წესიერი ფილმიც ვერ გადაგვიღია ამ თემაზე.
საუბარია ახალ ქართლ ფილმზე მტრები, რომელიც 2008 წლის თემატიკაზეა