“სასტავი “ბაბოჩკას” (დანას) ატრიალებდა…ერთმანეთს კლასში უკნიდან დენს ვურტყამდით… “- ბავშვობის ჩვეულებები

სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ნათანიელ ერიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ჩემს ბავშვობაში:
1- სახაზავს კალმის თავსახურში ვტენიდით და თვითმფრინავად ვაქცევდით.
2- გარაჟებზე დავხტოდით
3- ჰიდროპერიტითა(პერეკისი) და ანალგინით “დიმავუშკებს” ვაკეთებდით და გაკვეთილს ვშლიდით
4- ვჭამდით დოპინგს, ლუნას, ცინოს და ბონიბონს, ვღეჭდით ბაბოლს 5-ს ერთად.
5- უზარმაზარი, ასფერიანი კალმის ყველა ფერის ერთდროულად ჩამოწევას ვცდილობდით.
6 – ვთმაშობდით პოკემონებით.
7- გვქონდა საღეჭი რეზინის სათამაშო შეკვრა, რომლიდანაც რეზინს თუ გამოაძრობდი უცებ ტარაკანი გამოხტებოდა.
8- სანთებელებს ვაცლიდით რაღაც დენის დასარტყმელ ბოზობებს და ერთმანეთს კლასში უკნიდან დენს ვურტყამდით, ხანდახან საკუთარ ხელზეც გადადიოდა.
9- ვწუწნიდით ასკორბინკას და პიკოვიტს.
10- გვჯეროდა, რომ თუ თერმომეტრი გატყდებოდა და ვერცხლისწყალი გადმოისხმებოდა ვსიო, დაბრედილები ვიყავით.
11- გემატოგენით გვტენიდნენ, ვჭამდით ჩიტის რძეს, კამფეტ “ზალატოი კლუჩიკს”, ნამცხვარი “მზე” , “დაი დაი” და პრიანიკები, ვწუწნიდით მამალოებს.
12- ყველას ჰქონდა რაღაც ბანძი ლაზერი რომელსაც 20 თავი ჰქონდა და სხვადასხვა გამოსახულებებს აძრობდა.
13 – გულის ბრელოკები გვქონდა რომელშიც შიგნით კიდევ ერთი გული იყო და წითელი ბრჭყვიალები ეყარა.
14 – გვქონდა ტეტრისი, დენდი, სეგა და სონის კომპიუტერი ბურჟუა ბავშვებს.
15 – ქინდერის ყვითელ გულს ვხსნიდით კბილებით.
16 – ნემსის ვირჭობდით თითის ან ხელისგულის კანში ისე, რომ სისხლი არ წამოგვსვლოდა და გამჭვირვალედ გადიოდა ნემსი კანში.
17 – ვცდილობდით შუქის გამომრთველის ზუსტად შუაში გაჩერებას.
18 – ვსვამდით ისეთ საწამლავებს როგორიც იყო ზუკო, წყალში გასახსნელი სხვა წვენები და რაღაც 20 თეთრიანი მჟავა მოგრძელო ტუბიკებში.
19 – ვაგროვებდით კარტებს რომლებზეც გამოსახული იყო სხვადასხვა მებრძოლი.
20 – ჭიაკოკონობისთვის ვიპარავდით ძველ საბურავებს და შემდეგ ვანადგურებდით უზარმაზარი ცეცხლის დანთებით ასფალტს.
21- პორნოებზე იმდენად არ მიგვიწვდებოდა ხელი, მაგრამ იყო კარტი შიშველი ქალებით და საბრინას ფოტოები ჟურნალებში.
22- სასტავი “ბაბოჩკას” (დანას) ატრიალებდა.
23- გვქონდა ბეჭდები, რომელსაც ქვემოთ მიმაგრებილი ჰქონდა წყლის პატარა ტომსიკი და მზაკვრული საწუწაო მოწყობილობა იყო.
24 – გვქონდა ლამფა უკან სარკით, რომელიც ლეგენდის თანახმად შუქს აორმაგებდა. ვთბებოდით ტურბოთი და კერასინკით, ვინადგურებდით ფილტვებს, შუქი თუ იყო, “კიპიწელნიკით” ვათბობდით წყალს, თავს ვიბანდით ერთჯერადი შამპუნებით.
25 – პლასტმასის თოფებიდან ერთმანეთს ვესროდით პლასტმასის პატარა ბურთულებს და მერე ეზოში ვაგროვებდით.
26 – ტყლარწები ჩვენ დროსაც იყო, გასაბერი ბუშტები გამოტენილი ფქვილით.
27 – იყიდებოდა საღეჭი რეზინები ზედ ბეჭდით.
28 – პიტნის გრძელი კანფეტები იყო, რომელსაც ქაღალდი არასდროს არ ძვრებოდა და ბავშები ქაღალდიანად ჭამდნენ
29 – ვყიდულობდით პლასტმასისაგან გაკეთებულ ვამპირის კბილებს და შემდეგ სანერწყვე ჯირკვლები გვისკდებოდა
30 – .ყველა ეზოში ეყარა E – ს ფორმის რკინის რაღაც თხელი ფირფიტები, რომლებიც არავინ არ იცოდა საიდან მოდიოდა და ყველა ვისროდით.
31 – სიგარეტის ფორმის საღეჭი რეზინები იყო და ბავშვები მსახიობობდნენ ვითომ კაი სტაჟიანი მწეველები იყვნენ
32 – რამას ვუსმევდით პურზე და შაქარს ვაყრიდით
33 – გვქონდა დასარტყამი ბეჭდები სხვადასხვა გამოსახულებით: ტუჩების, გულის, დათუნიის.
34- აკუმულატორებს ვშლიდით, ვიღებდით კალას და მერე ვადნობდით, ან აგურის ჩაღრმავებებში ვასხამდით ან კიდევ მიწაზე ვაკეთებდით ჯვრის ფორმას და ამ მიწის ყალიბში ვღვრიდით გავარვარებულ კალას.
35- ასანთების შიშველ ბოლოს ვასველებდით ნერწყვით, ვუსვამდით სადარბაზოებში გაჯს, შემდეგ ვანთებდით, მაღლა ვისროდით, ჭერს ეკრობოდა და სადარბაზოს კრიალა ჭერს დედა ეტყვნებოდა, იმდენად იყო სიშავე და სიბნელე ჩვენში გამჯდარი რომ თეთრს ვერაფერს ვეგუებოდით მგონი.
36- რამე თუ შეგვეშლებოდა წერისას ბრიტვით „ვშლიდით“ ნაწერს
37- გაციების დროს კალანხოეს ვიწვეთებდით და ბევრს ვაცემინებდით
38- სადარბაზოები გავსებული იყო წითელთავიანი წვრილი შპრიცებით, ასევე მრიცხველების კარადის სახურავები.
39- ბოთლის თავსახურს ნახვრეტებს ვუკეთებდით და იმით ვწუწაობდით მთელი უბანი
40- „მესამე თვალს“ ვაშტერდებოდით ჟურნალებში,ზოგი დღემდე ვერ ვხედავთ.
41- ალუდაზე და კოკა-კოლაზე იყო აქცია, თავსახურების შიდა ნაწილზე ასოები ეწერა და რაღაც სიტყვა გამოდიოდა,მთლიანი სიტყვა უნდა შეგედგინა და მანქანას იგებდი, რადგან არ ვიცოდით მზაკვრული, მარკეტინგული თემა ეგრევე ყველა დაგოიმდა, მერე აღმოვაჩინეთ, რომ ერთი ასო არ იშოვებოდა ორივე შემთხვევაში ბოლოს , მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხეთ და ლამის ღვიძლები დავიშალეთ.
42- ვიღაცა აფრიკელ ტიპს ვუყურებდით რომელიც იძახდა რეკლამის ბოლოს: „კეტონალიიი და კეტონალიიიი“ ასევე „დალიე ფანტა იყავი ბამბუჩააააააა“ ტოიბოქსის რეკლამა ტყნავდა კიდე ტვინს და სიმღერა.
43 – კაუჩუკის ბურთით 10 წამიანი თამაში და შემდეგ ორი წლის თავზე კარადის ქვეშ სენტიმენტალური შეხვედრა.
44- ყავის საფქვავთან ჭიდაობა.
45- მარაოსებრი პლასტმასის რაღაცეები იყო რომლებზეც ასოები ეწერა, ზოგზე ციფრები, ასევე პლასტმასის რაღაც ჩხირები პლასტმასისვე ჩასადებში რომლითაც თვლას ვსწავლობდით.
46- იმ ბავშვებს ვერ ვიტანდი რომელებსაც რვეულის ბოლო ფურცელი მუდამ სუფთა ჰქონდათ, დეგენერატები.
47- ვინმე ფეხს თუ დაგაბიჯებდა შენც უნდა დაგებიჯებინა, თუ არადა დედა მოგიკვდებოდა.
48- სალხინო(ქართული ფლორის საოცრება) კურნავდა მსოფლიოში არსებულ აბსოლუტურად ყველა დაავადებას, აფხაზეთსაც ეგ დაგვაბრუნებინებდა დაჟე მაგრამ არ დასცალდა.
49 – ასანთებზე ბამბას ვახვევდით და ისე ვიწმენდდით ყურებს, ენით წაუსველებდი და მისი ჯანი.
50 – ზოგი ბავშვი სკოლის „გახანგრძლივებულ ჯგუფში“ დადიოდა.