“სასულიერო დასი ორ ნაწილად გაიყო: 1.”ეშმაკის მსახურნი”; 2.”უფლის მსახურნი”. პირველნი, ცდილობენ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაატოვებინონ ეკლესია” – გაბრიელ იბერი

სოციალური ქსელის მომხმარებელი გაბრიელ იბერი პოსტს აქვეყნებს:
სასულიერო დასი ორ ნაწილად გაიყო:
1.”ეშმაკის მსახურნი”;
2.”უფლის მსახურნი”.
პირველნი, ცდილობენ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაატოვებინონ ეკლესია, დაღუპონ და დაეხმარონ სულის წარწყმედაში. ყიდიან სიწმინდეებს და ემსახურებიან ბინძურ საქმეებს.
მეორენი – უფალს ემსახურებიან და ებრძვიან “პირველებს”. ცდილობენ უანგაროდ ემსახურონ გაჭირვებულებს, მეტი ადამიანი მოაქციონ ღვთის გზაზე, დაეხმარონ სულის ცხონებაში.
მჯერა რომ ამ “ბრძოლაში” მეორენი გაიმარჯვებენ, რადგან მათ უკან ქრისტე დგას. “პირველნი” კი- თოკებს დაწნავენ, დიდ ლოდებს მოძებნიან, კისერზე რომ შეიბან და წყალში გადავარდნენ(სახარებისეულად).
ბევრი მწერს უარყოფით წერილებს, სასულიერო პირების შესახებ. მესმის თქვენი კრიტიკის… მთავარია ღმერთი არ მიატოვოთ… ყველას ჩვენი ცხოვრებისამებრ მოგვეზღვება…
უფალმა გაგვაძლიეროს და მოგვცეს ძალა, გავარჩიოთ ჭეშმარიტება და სიყალბე ერთმანეთისგან.
ერთს გეტყვით, საქართველო მდიდარია პატიოსანი, ღვთისმოსავი, კეთილი და მოსიყვარულე სასულიერო პირებით, უბრალოდ არ ჩანან. ასე რომ არ იყოს, ჩვენი ქვეყანა არ იარსებებდა.