“საფულეს ხსნის და ისეთ რამეს აკეთებს, ენა მუცელში მივარდება… “მარშრუტკაში” ნამდვილი და დიდი ლიტერატურული ეპიზოდის მოწმე გავხდი”

სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ნათანიელ ერიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„დღეს ერთ ჩვეულებრივ “მარშრუტკაში” ნამდვილი და დიდი ლიტერატურული ეპიზოდის მოწმე და მონაწილე გავხდი.
რომ ავედი, ამბავი უკვე დაწყებული იყო. მოხუცი კაცი ხვნეშით ჯდებოდა მძღოლის საპირისპირო რიგის მესამე სკამზე, აი, იმ რიგში, სკამები თითო-თითო რომ არის. გოგო იდგა სკამთან, ასე – 17-ოდე წლის. ალბათ ადგილი დაუთმო – მერე მივხვდი, როცა ამ წყვილის ტკბილი ურთიერთობის ხმები შემომესმა.
მოხუცი ცახცახა ხელით დიდხანს ეძებს ჯიბეში რაღაცას და თან გოგოს ეუბნება, რომ კარგი გოგოა, კარგად აღზრდილი და ბარაქალა მის მშობლებს. დიდი ხნის ფათურის შემდეგ ჯიბიდან იღებს ძალიან ლამაზ და ჭრელ საფულეს. ქალის საფულეს ჰგავს და მეცინება.
მე – ახლად ამოსული ვარ და იქვე ვდგავარ. მოხუცის სკამის ოდნავ უკან. ხელები ისე უცახცახებს და ისე მონდომებულია, მალე გახსნას საფულე, რომ ლამის ვუთხრა, მოგეხმარებით-მეთქი. მაგრამ არ ვეუბნები, რადგან ხსნის და ისეთ რამეს აკეთებს, ენა მუცელში მივარდება. განაგრძე კითხვა