“საქართველოს პირველი ლედის სტატუსით, მის მიერ გაკეთებულ უმაგრესი საქმეები: კიბოს პრევენცია …”

ჟურნალისტი ეკა წამალაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ვისაც თავისი თვალით არ უნახავს რამხელა სიყვარულით, რამხელა ენთუზიაზმით, რამხელა შრომით ეხმარება სანდრა რულოვსი ჯანმრთელობის მძიმე პრობლემის მქონე ადამიანებს( ახლაც, როცა მისი ოჯახი ივანიშვილის რეჟიმის მიერ იდევნება), მათთვის მინდა ამაზე დავწერო, სიტყვები არ მყოფნის ნანახი გადმოვცე და ვიხსენებ საქართველოს პირველი ლედის სტატუსით, მის მიერ გაკეთებულ უმაგრეს საქმეებს.
ამბავი 2
2008 წლიდან სანდრა რულოვსის ინიციატივით და ხელმძღვანელობით საქართველომ წამოიწყო რეპროდუქციული ტრაქტის ავთვისებიანი სიმსიმვნეების ადრეული გამოვლენის სკრინინგ პროგრამა ქალებისთვის.
2005 წლიდან, პირველი ლედი ძალიან ბევრს მუშაობდა საქართველოში კიბოს პრევენციისა და მისი ადრეული გამოვლენის პოპულარიზაციისთვის. ამას აკეთებდა სუზან ჯეი კომენის ფონდის , აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს , არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰერას” და ‘ საშვილოსნოს ყელის კიბოს ევრპული კვირეულის” მხარდაჭერით.
ვინ დათვლის რამდენმა ქალმა ისარგებლა ამ სკრინინგ- პროგრამებით, რამდენის პრობლემა გამოვლინდა დროულად, რამდენი სიცოცხლე გადარჩა.
წარმატებები სანდრა რულოვსს პოლიტიკაში. მისი გამარჯვება, საქართველოს გამარჯვება იქნება