საქართველოს რაგბის კავშირი ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს რაგბის კავშირი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ბიძინა ივანიშვილს სრულიად საქართველოს სარაგბო თემის სახელით დაბადების დღეს ულოცავენ. ისინი მას გამორჩეულ მეცენატად მიიჩნევენ, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა რაგბის განვითარებაში.
“საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად საქართველოს სარაგბო თემი, რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მსოფლიო რაგბის მიერ გამორჩეულ მეცენატს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ულოცავს დაბადების დღეს ” – წერია განცხადებაში.