საქართველოს საპატრიარქომ იორდანიის პატრიარქს წერილი მისწერა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, განცხადების თანახმად საქართველოს საპატრიარქო იორდანიის პატრიარქის მოწვევაზე უარს აცხადებს, მიზეზად კი ერთსულოვნების დარღვევაა ავტოკეფალურ ეკლესიებს შორის.
შეგახსენებთ, რომ იორდანიის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების პატრიარქებგი თავისთან მიიწვია მართლმადიდებლურ ეკლესიებში არსებულ პრობლემებზე სამსჯელოდ, განსაკუთრებით კი უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით.
“საქართველოს ეკლესიის, იორდანიის შეკრებაში მონაწილეობასთან დაკავსირებით, აქ ვაქვეყნებ წერილს, რომელიც 7 თებერვალს გაეგზავნა იერუსალიმის პატრიარქს” – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

